რელიგია

ალილო -2015

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ალილო 7 იანვარს, 14:00 საათზე, ვარდების მოედნიდან დაიწყო. ალილოს მსვლელობას ტრადიციულად თეატრალიზებული სახე ჰქონდა. გზადაგზა მოსახლეობამ ალილოში მონაწილეებს ტკბილეული და საჩუქრები გადასცა. შეგროვებული ტკბილეული ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება. ფოტო: დავით დანელია